ტროპიკული ციკლონი — მეტეოროლოგიაშიშტორმის სისტემა დახურული ცირკულაციით დაბალი წნევის ცენტრის ირგვლივ, რომელსაც ორთქლიანი ჰაერის მასების ამაღლებითა და კონდენსაციით გამოთავისუფლებული სიმხურვალე იწვევს.
ტროპიკულ ციკლონებს შეუძლია ექსტრემალურად ძლიერი ქარების, ტორნადოებისა და ტორენციული წვიმების (მეწყერისა და მყისიერი წყალდიდობის შემქმენლი) წარმოქმნა, რაც ყველაზე მძიმედ სანაპირო რაიონებში აისახება. მიუხედავად იმისა, რომ ტროპიკული ციკლონების ეფექტი მოსახლეობაზე შეიძლება კატასტროფული იყოს, მათ ასევე გვალვიან პირობებში დედამიწისთვის საჭირო ნესტი მოაქვს უზარმაზარი რაოდენობით. ციკლონებს სიმხურვალე გააქვს ტროპიკებიდან, რაც გლობალური ატმოსფერული ცირკულაციის მნიშვნელოვანი მექანიზმია, რომელიც დედამიწის ტროპოსფეროს წონასწორობის შენარჩუნების საშუალებას იძლევა.