ტრენტ ოპალოქი (ინგლ. Trent Opaloch; დ. 31 დეკემბერი, 1969) — კანადელი კინოოპერატორი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია რეჟისორებთან, ნილ ბლომკამპთან და ძმებ რუსოებთან თანამშრომლობით.
დაიბადა და გაიზარდა თანდერ-ბეიში, ონტარიოში. კინოწარმოებას ეუფლებოდა კონფედერაციის კოლეჯში.[1] 1996 წელს საცხოვრებლად გადავიდა ვანკუვერში, სადაც დაიწყო მისი პროფესიული კარიერა.[2]
ოპალოქის განთქმული ნამუშევრებია: „რაიონი 9“ (2009), „კაპიტანი ამერიკა: ზამთრის ჯარისკაცი“ (2014), „ჩაპი“ (2015), „კაპიტანი ამერიკა: სამოქალაქო ომი“ (2016), „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“ (2018), „შურისმაძიებლები: დასასრული“ (2019).
2010 წელს მიიღო BAFTA-ს ნომინაცია საუკეთესო ოპერატურისთვის.[3]
ფილმოგრაფია
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო