ტრბოვლიე (სლოვენ. Trbovlje) — ქალაქი ცენტრალურ სლოვენიაში. მდებარეობს ტრბოვლიეს მუნიციპალიტეტში, ზასავსკის რეგიონში.
რეგიონის განვითარება დაიწყო XVII-XIX საუკუნეებიდან, როდესაც აქ აღმოაჩინეს ნახშირის საბადო. 1904 წელს ქალაქში ააშენეს სლოვენიაში პირველი ელექტროსადგური. ქალაქის სტატუსი მიიღო 1952 წელს, როდესაც მას შეუერთეს რამდენიმე ახლოს მდებარე სოფელი.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში