ტალერი — ვერცხლის მონეტა. პირველად მოჭრეს ჩეხეთში 1518 წელს. 1555 წლიდან ფულის ერთეულად იყენებდნენ საღვთო რომის იმპერიაში, აგრეთვე პოლონეთში, შვედეთში, საფრანგეთში, საბერძნეთში და სხვ. თავდაპირველად შეიცავდა 28-29 გრამ სუფთა ვერცხლს. 1857 წელს ჩრდილოეთ გერმანიასა და ავსტრიაში ტალერის მასა შეადგენდა 16,67 გრამს. 1871-73 წლებში გერმანიაშიფულის რეფორმის დროს ტალერი გაუთაბარეს სამ ოქროსმარკას. ტალერის მოჭრა შეწყვეტილი იყო 1908 წლამდე, შემდგომ კი ისევ აღადგინეს 3 მარკის ნომინალური ღირებულებით.