სიმონ ჯანაშიას ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (ვარდისუბანი). პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან ვასილ ბარნოვის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის 1884 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ვარდისუბნის I ქუჩა, 1900 წელს ვარდისუბნის ქუჩა დაერქვა, ასეა შეტანილი თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში. 1947 წელს სიმონ ჯანაშიას სახელი ეწოდა. აქვს I ჩიხი.
ლიტერატურა