სერგო ჭელიძე (დ. 15 იანვარი, 1908, ქუთაისი — გ. 25 სექტემბერი, 1977) — ქართველი მსახიობი და რეჟისორი. საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1968).
ბიოგრაფია
დაიბადა ქუთაისში 1908 წლის 15 იანვარს. 1924 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც არ დაუმთავრებია. 1926 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებული დრამატული ფაკულტეტი. 1926–27 წლებში იყო რუსთაველის თეატრის, 1927–28 წლებში „წითელი თეატრის“, 1928–30 წლებში — მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი. 1933, 1954–62, 1964–66 წლებში მოზარდ მაყურებელთა თეატრის, 1935–38 წლებში მარჯანიშვილის თეატრის, 1943-48 წწ. რუსთაველის თეატრის, 1962–64 და 1967–70 წლებში გრიბოედოვის თეატრის რეჟისორია. 1938–44 და 1948–54 წლებში იყო სოხუმის ქართული დრამატული თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ამ კოლექტივის ჩამოყალიბების საქმეში. უკანასკნელ ხანს საქართველოს ტელევიზიაში მუშაობდა. წლების განმავლობაში ასწავლიდა მსახიობის ოსტატობას შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში.
1955 წელს გადაიღო მხატვრული ფილმი „ცისკარა“.
ჯილდოები და აღიარება
რესურსები ინტერნეტში