სახლი — შენობა ან უბრალოდ თავშესაფარი, რომელიც გამოიყენება სამყოფად/საცხოვრებლად ადამიანების (ან ცხოველების) მიერ. ადამიანები უძველესი დროიდან აგებდნენ სახლებს ხანგრძლივი ცხოვრებისთვის.
სახლს როგორც წესი აქვს კედლები, იატაკი და ჭერი, ასევე კარები, ფანჯრები და ოთახები. სახლს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე სართული. სახლში შეიძლება ცხოვრობდეს ადამიანების დიდი რაოდენობა და იგი დაყოფილი იყოს ბინებად. ხანდახან სახლის გარემომცველ მიდამოში არის ეზო.