სახიფათო კავშირები (1988 წლის ფილმი)

„სახიფათო კავშირები“
ჟანრი მელოდრამა
დამდგმელი რეჟისორი სტივენ ფრირზი
პროდიუსერი ნორმან ჰეიმანი, ჰანკ მუნჯინი
სცენარის ავტორი კრისტოფერ ჰემპტონი
ნაწარმოები სახიფათო კავშირები
— კრიტოფერ ჰემპტონი
როლებში ჯონ მალკოვიჩი, გლენ კლოუზი
მუსიკა ჯორჯ ჰენტონი
ოპერატორი ფილიპ რუსლო
მონტაჟი მიკ ოდსლი
მხატვარი სტიუარტ კრეიგი, ჯერარდ ჯეიმზი
დისტრიბუტორი Warner Bros.
გამოსვლის თარიღი 16 დეკემბერი, 1988
ხანგრძლივობა 119 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $14 მლნ
შემოსავალი $ 34,7 მლნ

სახიგათო კავშირები (ინგლ. Dangerous Liaisons) — 1988 წლის ამერიკული ფილმი. წარმოადგენს ეკრანიზაციას ამავე სახელწოდების პიესისა, რომელიც თავის მხრივ, დაფუძნებულია მე-18 საუკუნის ფრანგულ რომანზე „სახიფათო კავშირები“.

სიუჟეტი

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მოქმედება ვითარდება XVIII საუკუნის საფრანგეთში. ვიკონტი ვალმონი და მარკიზა დე მერტეი სახიფათო სასიყვარულო თამაშებით ერთობიან. მარკიზას სურს შურისძიება ყოფილ საყვარელზე, ჟერკურზე, რომელმაც მიატოვა სხვა ქალის გამო. ის თხოვს ვალმონს, რომელიც ცნობილი არშიყია, რომ ამ უკანასკნელმა ჟერკურის ამჟამინდეს საცოლე შეაცდინოს. ვალმონს კი მადამ დე ტურველზე აქვს თვალი დადგმული. მარკიზა საკუთარი გეგმის განსახორციელებლად უფრო რთულ გეგმას დასახავს.

როლებში

გადაღება

ფილმის გადაღებები დაემთხვა რომან „სახიფათო კავშირების“ სხვა ადაპტაციის, მილოშ ფორმანის ფილმ „ვალმონის“ გადაღებებსა და გამოსვლას. ფორმანმა გადაღება უფრო ადრე დაიწყო, თუმცა ფრირზმა ფილმზე მუშაობაუფრო ადრე დაასრულა და ის 1988 წლის დეკემბერში გამოუშვა. ფორმანის ფილმი 1989 წელს გამოვიდა. ამის გამო ფორმანს სათაურის შეცვლა მოუწია. ა დამხვევის გამო ფორმანის ფილმი ფინანსურად ჩავარდა, მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსთა მოსაზრებით ის მხატვრულად ჯობდა ფრირზის მიერ გადაღებულ ფილმს.

მიშელ პფაიფერმა შეთავაზება ორივე რეჟისორსგან მიიღო, ფრირზისგან მადამ დე ტურველის როლზე, ხოლო ფორმანისგან მარკიზას როლზე. პფაიფერმა ფრირზის ფილმში მონაწილეობა აირჩია. სესილ დე ვოლანჟის როლზე ისინჯებოდა დრიუ ბერიმორი. ფილმში საკუთარი უკანასკნელი როლი შეასრულა მილდრედ ნეტვიკმა. სუზი კერცმა 1999 წელს კვლავ ითამაშა „სახიფათო კავშირების“ ახალ ეკრანიზაციაში.

ჯილდოები

ოსკარი

  1. საუკეთესო ადაპტირებული სცენარი: კრისტოფერ ჰემპტონი
  2. საუკეთესო კოსტუმების დიზაინი: ჯეიმზ ეიჩსონი
  3. საუკეთესო მხატვრული გაფორმება: სტიუარტ კრეიგი, ჯერარდ ჯეიმზი

BAFTA

  1. საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში: მიშელ პფაიფერი
  2. საუკეთესო ადაპტირებული სცენარი: კრისტოფერ ჰემპტონი

სეზარი

  1. საუკეთესო უცხოური ფილმი

რესურსები ინტერნეტში

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!