სარმანიშვილისკარის ნათლისმცემლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარმანიშვილისკარში. მდებარეობს სოფლის სამხრეთით 2 კილომეტრზე, სარმანიშვილის ხევის მარჯვნივ, ფერდობზე. შემორჩენილია მხოლოდ საკურთხევლის და გრძივი კედლების ნაწილი.
ეკლესია დარბაზულია (18 X 9,4 მ), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით. ფასადი ღერძზეა განგრეული, მისი ფორმა გაურკვეველია.