სანდერლენდი (ინგლ. Sunderland) — ქალაქი გაერთიანებულ სამეფოში, ტაინ-ენდ-უირის საგრაფოში, ნავსადგური ჩრდილოეთის ზღვის ნაპირზე, მდინარე უირის ესტუარში. მოსახლეობა — 174,286 კაცი (2011 წლის აღწერით). ქალაქში არის გემთმშენებლობის დიდი ცენტრი; ამწევ-სატრანსპორტო და სამთო მოწყობილობის, რადიოელექტრონიკის, ნაკეთობათა დამზადება; საავიაციო, ხის დასამუშავებელი, მინის მრეწველობა; ნავსადგურის მომსახურე საწარმოები. იღებენ და გააქვთ ქვანახშირი.
რესურსები ინტერნეტში