სალამურები (ლათ. Petromyzones) — ხერხემლიანების ქვეკლასი მრგვალპირიანთა კლასისა. სახელწოდება წარმოდგება სალამურთან მათი მსგავსების გამო — გველივით წაგრძელებულ სხეულზე, თვალების უკან აქვთ ლაყუჩების 7-7 ხვრელი. მათი სხეულის სიგრძე 100 სმ აღწევს. მრავლდება მდინარეში. ცნობილია 30-მდე სახეობა.გავრცელებულია ჩრდილო და სამხრეთ ნახევარსფეროს ზომიერ წყლებში და ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის აუზში.
საქართველოში ბინადრობს 1 სახეობა — უკრაინული სალამურა (Lampetra mariae). ზოგ სახეობას სარეწაო მნიშვნელობა აქვს. ენენია: მდინარის სალამურა (Lampetra fiuviatilis), წყნარი ოკეანის სალამურა (Lampetra japonica) და კასპიის სალამურა (Caspiomyzon vagneri).
ლიტერატურა