საიუბილეო მედალი ვლადიმერ ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავად

საიუბილეო მედალი „ვლადიმერ ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავად“

ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
პირველად გადაეცა 5 ნოემბერი, 1969

საიუბილეო მედალი „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავად“ (რუს. Юбилейная медаль «За доблестный труд (За воинскую доблесть). В ознаменование 100-летия со дня рождения Владимира Ильича Ленина») — სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1969 წლის 5 ნოემბრის ბრძანებულებით დაწესებული ჯილდო. მედლის ავტორები იყვნენ სსრკ-ის სახალხო მხატვარი ნიკოლოზ სოკოლოვი (ავერსი) და ალექსანდრე კოზლოვი (რევერსი)

ისტორია

საიუბილეო მედალი გაიცემოდა 2 მიმართულებით:

  • „მამაცური შრომისათვის. ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავად“
  • „საბრძოლო მამაცობისათვის. ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავად“

საიუბილეო მედლით — „მამაცური შრომისათვის (საბრძოლო მამაცობისათვის), ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადების 100 წლისთავის აღსანიშნავად“ ჯილდოვდებოდნენ:

  • მოწინავე მუშები, კოლმეურნეები, სახალხო მეურნეობის სპეციალისტები, სახელმწიფო დაწესებულებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მუშაკები, მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეები, რომლებმაც შრომის მაღალი შეფასებები დაიმსახურეს ლენინის იუბილესთვის მზადების პერიოდში.
  • პირები, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის ბრძოლაში.
  • საბჭოთა არმიის, საზღვაო ფლოტისა და სსრკ შსს-ს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები, რომლებმაც ლენინის იუბილესთვის მზადების პერიოდში მიაღწიეს მაღალ მაჩვენებლებს სამხედრო და პოლიტიკურ მომზადებაში.

რესურსები ინტერნეტში

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!