რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია

რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია
Российская социал-демократическая рабочая партия
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია
ქვეყანა {{{link alias-s}}} დროშა რუსეთის იმპერია
ხელმძღვანელობა
ლიდერი იულიუს მარტოვი
ვლადიმერ ლენინი
ისტორია
დაფუძნდა 1898
დაიშალა 1917
პოზიციები
იდეოლოგია მარქსიზმი
შტაბ-ბინა სანქტ-პეტერბურგი

რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, რსდმპ (რუს. Российская социал-демократическая рабочая партия, РСДРП), ასევე რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიარუსეთის იმპერიის რევოლუციურ-სოციალისტური პოლიტიკური პარტია, რომელიც შეიქმნა 1898 წელს მინსკში, მემარცხენე რევოლუციური ძალების ერთ პარტიაში გაერთიანების მიზნით.

ისტორია

რსდმპ-ის პირველი ყრილობის დელეგატები. 1898წ.

პარტიის პირველი ყრილობა ჩატარდა მინსკში 1898 წელს. მასში მონაწილეობდნენ პარტიის სხვადასხვა კომიტეტების წარმომადგენლები. ყრილობაში მონაწილეობა ვერ მიიღო თბილისის კომიტეტის წარმომადგენელმა ვ. ცაბაძემ, რომელიც დააპატიმრეს ყრილობაზე წასვლამდე. ყრილობამ საერთო დეკლარაციის შედგენა დაავალა პ. სტრუვეს. არჩეულ იქნა პარტიის ცენტრალური ორგანო, მაგრამ მისი წევრები ყრილობის შემდეგ მალევე დააპატიმრეს.

II ყრილობა დაიწყო ბრიუსელში, მაგრამ ბელგიის პოლიციამ შეიტყო ყრილობის შესახებ და დელეგატებს მოსთხოვა ქვეყნის დატოვება. ყრილობა გაიმართა ლონდონში 1903 წლის ივლისში. ყრილობაზე რსდმპ გაიყო ბოლშევიკურ და მენშევიკურ ფრაქციებად. 1905 წლის აპრილიდან ორივე ფრაქციას დამოუკიდებელი ორგანოები ჰქონდა. 1906 წლის აპრილში სტოკჰოლმში გაიმართა გამაერთიანებელი IV ყრილობა,რომელსაც ფორმალური ხასიათი ჰქონდა. საბოლოოდ ბოლშევიკებმა შექმნეს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია.

IV, ე.წ. გამაერთიანებელი ყრილობა გაიმართა სტოკჰოლმში. მასში ამიერკავკასიიდან მონაწილეობდნენ თბილისის, ბაქოს, ბათუმის, ქუთაისის, ფოთის, ერევნის და გურიის ორგანიზაციების წარმომადგენლები, ყველა მენშევიკი. სულ ესწრებოდა 111 დელეგატი და 22 დელეგატი სათათბირო ხმით. უმრავლესობა ჰქონდათ მენშევიკებს 16 დელეგატით. სტოკჰოლმის ყრილობამ ფორმალურად გააერთიანა პარტია. ცენტრალური კომიტეტი არჩეულ იქნა ორივე მხარის თანხმობით.

ყრილობები

  1. რსდმპ I ყრილობა — 1898, მინსკი
  2. რსდმპ II ყრილობა — 1903, ბრიუსელი, ლონდონი
  3. რსდმპ III ყრილობა — 1905, ლონდონი
  4. რსდმპ IV ყრილობა — 1906, სტოკჰოლმი
  5. რსდმპ V ყრილობა — 1907, ლონდონი

საქართველოში

რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოში მენშევიკები წარმოადგენდნენ უმრავლესობას. 1904-05 წლებში მენშევიკებს საქართველოში 15 ათასამდე წევრი ჰყავდათ, ხოლო ბოლშევიკებს რამდენიმე ასეული. 1906 წელს მთლიანად მენშევიკებით დაკომპლექტდა პარტიის ამიერკვაკასიის საოლქო კომიტეტი. 1921 წლამდე არცერთი ადგილობრივი კომიტეტი ბოლშევიკების ხელში აღარ გადასულა.

ლიტერატურა

  • საერთაშორისო კომუნისტური მოძრაობის ისტორია, გამომც. „Весь Мир“, 2016. — გვ. 472, ISBN 978-5-7777-0606-5.
  • რუსეთის ისტორია, გამომც. „Высшая школа“, 1994. — გვ. 431, ISBN 5-06-003281-7.

რესურსები ინტერნეტში





Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!