როისის სამთავრო ან როის-გრაიცი (გერმ.Fürstentum Reuß ältere Linie) — სახელმწიფო გერმანიის ტერიტორიაზე, არსებობდა 1778 წლიდან 1918 წლამდე, იმართებოდა როისის დინასტიის უფროსი შტოს მიერ.
სამთავროს ფართობი იყო 317 კმ², ხოლო მოსახლეობა შეადგენდა 71 000 ადამიანს (1905 წლისთვის). სამთავროს დედაქალაქი იყო გრაიცი.