რაშტატი (გერმ. Rastatt) — ქალაქი ბადენ-ვიურტემბერგის გერმანულ მიწაზე. მდებარეობს ბადენ-ბადენიდან ჩრდილოეთით 10 კმ-ში და კარლსრუედან სამხრეთით 22 კმ-ში. რაშტატის დასავლეთით მიედინება მდინარე რაინი და გადის საზღვარი საფრანგეთთან. მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 50 ათას მცხოვრებს.
1992 წელს რაშტატში გაიხსნა კომპანია „დაიმლერ-ბენცის“ (ამჟამად „დაიმლერი“) ქარხანა, რომელიც ამჟამად უშვებს A-კლასისა და B-კლასის ავტომობილ „მერსედეს-ბენცს“. ქარხანაში მუშაობს 5000-ზე მეტი ადამიანი, ავტომობილების ყოველწლიური წარმოება — დაახლოებით 250 ათასი, სულ წარმოებულია 2 მილიონზე მეტი ავტომობილი.[2]
საინტერესო ფაქტები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო