რაშიდ ბეჰბუდოვი დაიბადა 1915 წლის 14 დეკემბერსტფილისში. მისი მამა მაჯიდ ბეჰბუდოვი, რომელიც ცნობილი მომღერალი-ხანენდე იყო, იყო შუშიდან, ხოლო დედამისი ფირუზა აბას კული ყიზი ვექილოვა, იყო რუსული ენის მასწავლებელი. მუშაობდა თბილისში. თვითონ ყაზახის რაიონიდან იყო[1].
1933 წელს რაშიდ ბეჰბუდოვი შევიდა რკინიგზის ტექნიკურ სკოლაში, სადაც მან მოაწყო სამოყვარულო სტუდენტური ორკესტრი. შემდეგ ის წითელ არმიაში მსახურობდა, სადაც ის იყო ანსამბლის სოლისტი.
თავისი მოღვაწეობა მან განაგრძო თბილისში და რამდენიმე ხანი მღეროდა თბილისის ესტრადულ ორკესტრებში. 1934 წლიდან იყო ერევნის ფილარმონიის სოლისტი. 1938-1944 წლებში - სომხეთის სახელმწიფო ჯაზის ორკესტრის სოლისტია კომპოზიტორ ა. აივაზიანის ხელმძღვანელობით. იგი ჯაზით გასტროლებზე დადიოდა ქვეყნის მასშტაბით.
1943 წელს, ბაქოს საფილმო სტუდიამ გადაწყვიტა შექმნას ფილმი „არშინ მალ-ალანი“, უზეირ ჰაჯიბეკოვის იგივე სახელწოდების ოპერეტის მიხედვით. ამ ფილმში ბეჰბუდოვმა შეასრულა ასკერის როლი.
1957 წელს, აზერბაიჯანულ ფილარმონიაში მომღერალმა შექმნა საკონცერტო ანსამბლი, რომელიც აერთიანებდა ჯაზისა და აზერბაიჯანული ხალხური ინსტრუმენტების სტილს. ის ამ ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო (1957-1959).
1966 წელს ბეჰბუდოვმა ჩამოაყალიბა აზერბაიჯანის სიმღერის თეატრი, რომელიც დღეს მის სახელს ატარებს. იგი იყო ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და სოლისტი სიცოცხლის ბოლომდე.
1930-1940 წლებში ბეჰბუდოვი საკმაოდ პოპულარული იყო კავკასიისა და ამიერკავკასიის რესპუბლიკებში, ასევე მთელს რუსეთშიც. ბეჰბუდოვის ხმა ტენორ ალტო იყო. მის ხმას ძალზედ სასიამოვნო ტემბრი და ფართო დიაპაზონი ჰქონდა. იგი ასრულებდა, როგორც ევროპული ჟანრის სიმღერებს, ასევე აზერბაიჯანულ ხალხურ სიმღერას - მუღამს.
ბევრი გასტროლი ჰქონდა სსრკ-ისა და უცხოეთის სხვადასხვა რეგიონებში, რომლებიც ყოველთვის წარმატებით ტარდებოდა. ასეთი გასტროლების დროს მის რეპერტუარებში აუცილებლად შედიოდა იმ ხალხების სიმღერები, სადაც იგი გამოდიოდა.
ბეჰბუდოვმა დიდი ღვაწლი და შრომა ჩადო ეროვნული ოპერისა და მუსიკალური კომედიის ფორმირებისათვის. კარგი სასცენო გარეგნობა, დიდი მხატვრული ნიჭი და ხიბლი, უნარი გაიგოს ნებისმიერი ეროვნული მუსიკა ბეჰბუდოვს მოუტანა დიდი წარმატება, რომელიც მას თან ახლდა მთელი ცხოვრება.
მომღერლის სიმღერის რეპერტუარი ძალიან ფართო იყო. მის ძირითად ადგილს აზერბაიჯანული კომპოზიტორების, აზერბაიჯანული ხალხური სიმღერების ნამუშევრები იკავებდა.
რაშიდ ბეჰბუდოვი 1989 წლის 9 ივნისსმოსკოვში გარდაიცვალა წარუმატებელი ოპერაციის შემდეგ. იგი ბაქოში ღირსების ხეივანზეა დაკრძალული.
პირადი ცხოვრება
ბეჰბუდოვის მეუღლე - ჯეირან ხანუმ ბეჰბუთოვა იყო, რომელიც გარდაიცვალა 2017 წლის 3 მაისს. 1965 წელს დაიბადა მათი ქალიშვილი, რომელსაც რაშიდა დაარქვეს. რაშიდამ გააგრძელა მამაისის მოღვაწეობა. ახლა რაშიდა ბეჰბუდოვა არის მომღერალი და აზერბაიჯანის დამსახურებული არტისტი.
ხსოვნა
ბაქოს ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა რაშიდ ბეჰბუდოვის სახელს ატარებს. ამავე ქუჩაზე № 2 მუსიკალური სკოლა და სახელმწიფო სიმღერის თეატრი ასევე მის სახელს ატარებს.
2010 წლის 14 დეკემბერს ჯგუფმა „FLASHMOB Azerbaijan“ ფლეშმობი ჩაატარა რაშიდ ბეჰბუდოვის პატივსაცემად. ამით მათ პატივი მიაგეს მომღერლისა და ხელოვნების მოღვაწის 95 წლისთავს[2].
1996 და 2005 წლებში ბეჰბუდოვის პატივსაცემად გამოვიდა საფოსტო მარკები.
2016 წლის ივნისში ბაქოში სახელმწიფო სიმღრის თეატრის შენობის წინ დადგეს ბეჰბუდოვის ძეგლი. სკულპტურის ავტორი ფუად სალაევია[3].
აზერბაიჯანის მარკა - 1996 წელი
აზერბაიჯანის მარკა - 2005 წელი
როლები ფილმებში
1945 – „არშინ მალ ალანი“ - ასკერი
1954 – „მშობლიურ ერს“
1955 – „საყვარელი სიმღერა“ (ან „ბახტიარი“)
1956 – „საბედნიეროდ“ - დოკუმეტური ფილმი
1959 – „ამ სადღესასწაულო საღამოს“
1959 – „აზერბაიჯანის კულტურის გაზაფხული“
1970 – „აფშერონის რიტმები“
1970 – „შეხვედრა ქორწილში“ - დოკუმენტური ფილმი
1970 – „გულიდან გულამდე“ - დოკუმენტური ფილმი
1975 და 1985 წწ– „რაშიდ ბეჰბუდოვი“ - დოკუმენტური ფილმი