ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. (გაიგეთ როდის და როგორ უნდა ამოიღოთ ეს თარგი)
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია ხელახლა დაწერას საჭიროებს. შესაბამისი განხილვა შესაძლოა იხილოთ განხილვის გვერდზე. თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ მის გაუმჯობესებაში.
რადიაცია — გამოსხივება, რომელიც მომდინარეობს კოსმოსური და მიწიერი წარმოშობის ბუნებრივი წყაროებიდან და აგრეთვე ხელოვნური რადიონუკლიდებისგან, რომლებიც გაფანტულია ბუნებაში ადამიანის საქმიანობის შედეგად.
რადიაციულ ფონს ქმნის:
ბუნებრივი რადიაციული ფონი
ტექნოგენურად შეცვლილი ბუნებრივი რადიაციული ფონი
ხელოვნური რადიაციული ფონი
ბუნებრივი რადიაციული ფონი შედგება გარეგანი და შინაგანი დამსხივებელი წყაროებისგან.
გარეგანი დასხივების კომპონენტებია:
კოსმოსური გამოსხივება
ნიადაგის გამოსხივება
ატმოსფეროს გამოსხივება
შინაგანი დასხივების კომპონენტები არის ადამიანის ორგანიზმში შემავალი რადიონუკლიდები. ესენია:
U-ის და Th-ის ოჯახების ელემენტები
რადიონუკლიდები, რომელთაც ოჯახები არ აქვთ — K, Rb
ბუნების მიერ „ხელოვნურად“ შექმნილი რადიონუკლიდები — C, H
რადიოაქტიური გამოსხივებამაიონებელი გამოსხივებაა, წარმოიქმნება რადიოაქტიური ნივთიერებებისგან, რომელიც ატომის დაშლით ხდება. დროის ერთეულში დაშლილ ატომების რაოდენობას რადიოაქტიური აქტივობა ეწოდება. მისი ერთეულია კიური — Ci. ბუნებრივი რადიოაქტივობის აღმოჩენის შემდეგ, გაირკვა, რომ რადიუმის ბირთვში მიმდინარე გარდაქმნების შედეგად გამოტყორცნილი გამოსხივება არაერთგვაროვანია და შედგება — α, β და γ სხივებისგან. α ნაწილაკი ორმაგი დადებითი მუხტის მქონე ჰელიუმის ბირთვია, ნივთიერებაში შეღწევის უნარი არ აქვს. β სხივები ელექტრონების ნაკადია. მისი მოძრაობა ნივთიერებაში ტეხილია. ქსოვილებში ოდნავ მეტი შეღწევადობით ხასიათდება (რამდენიმე მილიმეტრი). γ სხივები ელექტრომაგნიტური სხივებია. ხასიათდება ნივთიერებაში მაღალი შეღწევის უნარით. მისი სრული შეკავება ხდება 15სმ-იანი ტყვიის ეკრანით. რენტგენის Rö სხივები, რომელიც ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას წარმოადგენს, მაგრამ γ-სგან განსხვავებით Rö წარმოიქმნება ელექტრონების დამუხრუჭების შედეგად. მისი შეღწევადობა ნივთიერებაში საკმაოდ მაღალია. არის ასევე ნეიტრონული გამოსხივება, რომელიც ნეიტრონების ნაკადს წარმოადგენს, მას დიდი ბიოლოგიური მოქმედება აქვს, რადგან ელექტრნეიტრალობის გამო ხასიათდება ქსოვილებში განუსაზღვრელი გამავლობის უნარით. მათგან დასაცავად გამოიყენება წყალბადშემცველი ნივთიერებები — წყალი, პარაფინი, გრაფიტი.
Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!