ჟოანუ ფიგეირედუ (პორტ. João Baptista de Oliveira Figueiredo; დ. 15 იანვარი, 1918, რიო-დე-ჟანეირო — გ. 24 დეკემბერი, 1999, რიო-დე-ჟანეირო) — ბრაზილიელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. ბრაზილიის პრეზიდენტი 1979–1985 წლებში. ერნესტუ გეიზელის პრეზიდენტობის დროს იყო საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი.
პორტუ-ალეგრის სამხედრო სკოლის დამთავრების შემდეგ მიიღო კაპიტნის (1944), ხოლო 1952 წელს მაიორის წოდება. მსახურობდა ბრაზილიის სამხედრო მისიაში პარაგვაიში (1955–1957).
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში