ზავი დაიდო 20 წლით სულთან აჰმედ I-სა და ავსტრიის ჰერცოგ მათეს შორის, მიუხედავად იმისა, რომ მათეს ძმა, იმპერატორი რუდოლფ II ამის წინააღმდეგი იყო.
ხელშეკრულების თანახმად ყოველწლიური ხარკის სახით ავსტრიას ოსმალეთის იმპერიისთვის უნდა გადაეხადა ერთდჯერადი კომპენსაცია, ხოლო ოსმალებს თავი უნდა შეეკავებინათ ავსტრიის მფლობელობაში მყოფ უნგრეთის სამეფოში ლაშქრობაზე.
ზოგიერთი ისტორიკოსი ვარაუდობს, რომ ეს ხელშეკრულება გულისხმობდა სულთანსა და ჰერცოგს შორის თანასწორი უფლებების აღიარებას..