1713 წლის პრაგმატული სანქცია — საღვთო რომის იმპერიის მეთაურ კარლ VI-ის მიერ გამოცემული ედიქტი, რომლითაც მისი სიკვდილის შემდეგ ავსტრიის ტახტისა და ჰაბსბურგთა მიწების მიღების უფლება მის ქალიშვილს ეძლეოდა. იმ დროსთვის უჩვეულო გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ის გახდა, რომ 1711 წლის შემდეგ კარლ VI ერთადერთი მამაკაცი იყო ჰაბსბურგთა დინასტიაში. რადგან არც კარლ VI-ს და არც მის უფროს ძმას, ჯოზეფ I-ს, ვაჟიშვილები არ ჰყავდათ, ქალიშვილისთვის ძალაუფლების გადაცემა ერთადერთი გამოსავალი იყო, რათა მემკვიდრეობისთვის დავა არ წარმოქმნილიყო.