სპორტი არის ფიზიკური ვარჯიშების სხვადასხვა კომპლექსში სასწავლო-საწრთვნელ მეცადინეობათა და შეჯიბრებათა ჩატარების ორგანიზაციული სისტემა; ფიზიკური კულტურის შემადგენელი ნაწილი. მიზნად ისახავს ადამიანის ჯანმრთელობის გაკაჟებას, საერთო ფიზიკურ განვითარებასთან ერთად შეჯიბრებებში მაღალი შედეგების მიღწევას, გამარჯვებას და უბრალოდ სიამოვნების მიღებას. განასხვავებენ სპორტის გუნდურ და ინდივიდუალურ სახეობებს.
ბიატლონი, ბიათლონი (ბი... და ბერძნ. athlon- შეჯიბრება) ზამთრის სახეობებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა. ბიატლონი ორი სპორტის ნაზავია. იგი შედგება თხილამურებით რბოლა და შაშხანის სროლითურთ. მიზანი მდებარეობს 50მ-ში. წოლითი რეჟიმის დროს მიზნის დიამეტრი 45 მმ-ია, ხოლო დგომისას 115 მმ.
ბიატლონი შედგება რამდენიმე დისციპლინისგან, რომელთაგანაც ყველაზე ძველი ინდივიდუალური რბოლაა. კაცები გადიან 20 კმ-ს, 5 წრე 4 კმ, ხოლო ქალები - 15 კმ-ს, 5 წრე 3 კმ. პირველ და მესამე წრეზე სპორტსმენები ისვრიან წოლით რეჟიმში, ხოლო მეორე და მეოთხე წრეზე დგომით რეჟიმში. სპორტსმენები 4-ჯერ მიდიან მიზანთან და 5-5-ჯერ ისვრიან. ყოველი აცდენა ჯარიმდება 1წთ-ის დამატებით სპორტსმენის მიერ ნაჩვენებ დროზე. სპრინტში კაცები გადიან 10 კმ-ს,ხოლო ქალები 7,5 კმ-ს. დისტანციის მანძილზე სპორტსმენები ისვრიან 2-ჯერ, წოლით და დგომით რეჟიმებში. სპორტსმენები სამიზნესთან მიდიან 2-ჯერ და 5-5-ჯერ ისვრიან. ყოველი აცდენისთვის სპორტსმენი გადის დამატებით 150 მ-ს. დადევნების რბოლაში კაცები გადიან 12,5 კმ-ს,ხოლო ქალები 10 კმ-ს. რბოლაში მონაწილეობს ის 60 სპორტსმენი რომლებმაც სპრინტში დაიკავა 60 საუკეთესო ადგილი. არაზუსტი სროლისთვის ჯარიმა დამატებით 150მ-ის გავლა. (...სრულად)
მაია ჩიბურდანიძე (დ. 17 იანვარი, 1961) — ქართველი მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ქალთა შორის.
მაია მეშვიდე მსოფლიო ჩემპიონი გახდა 17 წლის ასაკში და ყველაზე ახალგაზრდა ქალია, რომელმაც ეს ტიტული მოიპოვა. ის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი წევრი იყო სსრკ-ის მოჭადრაკეთა გუნდში, რომელიც დომინირებდა ქალთა ოლიმპიადებს 1980-იანებში, ხოლო როცა საქართველო საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებელი გახდა, ის პირველ დაფაზე თამაშობდა ახალი ქართული ეროვნული გუნდისთვის, რომელმაც სამი ოქროს მედალი მოიპოვა ადრეულ 1990-იანებში.
მრავალი ექსპერტისთვის საკვირველი იყო, თუ როგორ მოახერხა ასეთმა პატარა რესპუბლიკამ ამდენი მსოფლიო ლიდერის აღზრდა ქალთა ჭადრაკში. (...სრულად)