პედრო IV (ესპ. Pedro IV; დ. 5 ოქტომბერი, 1309 — გ. 5 იანვარი, 1387) — არაგონის, ვალენსიის, სარდინიის მეფე და ბარსელონის გრაფი.
ბიოგრაფია
პედრო IV დაიბადა 1319 წლის 5 ოქტომბერს. მან მიიღო უმაღლესი ტიტული როგორც მეფე ვალენსიის (პედრო II), ასევე მეფე სარდინიისა და კორსიკის (პიეტრო I) და გრაფი სერდინისა და ბარსელონის პედრო III-ის სახელით. 1344 წელს მან ტახტიდან ჩამოაგდო მეფე ხაიმე III და შემოიერთა მაიორკის სამეფო. იგი ცდილობდა გაეძლიერებინა არაგონიის სახელმწიფო და ამითვის ყველაფერს აკეთებდა. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც აკავშირებს არაგონთან არის აჯანყებები და ომები სიცილიის, სარდინიის, სამხრეთ იტალიის და საბერძნეთის წინააღმდეგ. პედრო IV 1381 წელს გამოცხადდა ათენის ჰერცოგად.
პედრო IV გარდაიცვალა 1387 წლის 5 იანვარს ბარსელონაში.
რესურსები ინტერნეტში