პატარა კუხი — სოფელი საქართველოში, იმერეთის მხარის ხონის მუნიციპალიტეტში (კუხის თემი). მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე კუხის მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 80 მეტრი, ხონიდან 2 კილომეტრი. სოფელში დგას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია (2005 წ.). სოფელში არის კუხის საჯარო სკოლა.[2]
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 438 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[3] |
552 |
272 |
280
|
2014[1] |
438 |
217 |
221
|
ლიტერატურა
სქოლიო