ოტო შტერნი (დ. 17 თებერვალი, 1888, სილეზია – გ. 17 აგვისტო, 1969, ბერკლი (კალიფორნია) — ფიზიკოსი. 1912 წელს დაამთავრა ბრესლაუს უნივერსიტეტი. 1920 წელს გახდა მაინის ფრანკფურტის უნივერსიტეტის დოცენტი, შემდეგ კი პროფესორი. 1922 წლიდან როსტოკის უნივერსიტეტის პროფესორი. 1923-1933 წლებში ჰამბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-ქიმიის ლაბორატორიის პროფესორი და დირექტორი. 1933 წლიდან ემიგრაციაში იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1933-1945 წლებში კარნეგის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი. შტერნის ძირითადი შრომები ეხება ბირთვულ ფიზიკას, კვანტურ ფიზიკას, თერმოდინამიკას. პირველმა უშუალოდ გაზომა (1920) მოლეკულათა სიჩქარე, დაამტკიცა (1922) ატომის მაგნიტური მომენტის სივრცული დაკვანტვა, გაზომა (1933) პროტონის მაგნიტური მომენტი. 1943 წელს მიიღო ნობელის პრემია ფიზიკაში.
ლიტერატურა
სქოლიო
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #119320665 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 Find a Grave — 1996.
- ↑ 4.0 4.1 Frankfurter Personenlexikon — 2014.
- ↑ 5.0 5.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 6.0 6.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 7.0 7.1 Munzinger Personen
- ↑ Штерн Отто // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 9.0 9.1 LIBRIS — 2012.
- ↑ The Nobel Prize in Physics 1943 — Nobel Foundation.
- ↑ Table showing prize amounts — Nobel Foundation, 2019.
|
---|
| 1901–1925 | | |
---|
| 1926–1950 | |
---|
| 1951–1975 | |
---|
| 1976–2000 | |
---|
| 2001–დღემდე | |
---|
|