ომარაანი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული — დაბა სიონი).[1] მდებარეობს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, მდინარე ივრის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1040 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 34 კილომეტრით.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 92 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
133 |
59 |
74
|
2014[1] |
92 |
47 |
45
|
ლიტერატურა
სქოლიო