ოკუმა სიგენობუ (იაპონ.大隈 重信; დ. 16 თებერვალი, 1838, საგა — გ. 10 იანვარი, 1922, ტოკიო) — იაპონიის სახელმწიფო მოღვაწე. საგის სამთავროს სამურაების ჩამომავალი. 1867–1868 რევოლუციის შემდეგ მაღალი თანამდებობები ეკავა ახალი მთავრობის საფინანსო და სამრეწველო უწყებებში. 1873–1881 მეთაურობდა ფინანსთა დეპარტამენტს. მჭიდროდ იყო დაკავშირებული მიცუბისის ფირმასთან (შემდგომ იაპონიის ერთ-ერთი უდიდესი კონცერნი). 1882 დააარსა ბურჟუაზიული პარტია კაისინტო და 1888-მდე მონაწილეობდა ლიბერალური-კონსტიტუციურ მოძრაობაში (მემარჯვენე ფრთა).