ოკალმახე — მდინარე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ოხაჩქუის კარსტული მასივის ჩრდილოეთ კალთაზე, ეიცის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს ზღვის დონიდან 1930 მ-ზე. სიგრძე 14,4 კმ, აუზის ფართობი 68,9 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 3,51 მ³/წმ.
ლიტერატურა