ნუბარაშენის რაიონი (სომხ.Նուբարաշեն) — სომხეთის დედაქალაქის, ერევნის 12 რაიონიდან ერთ-ერთი. ის მდებარეობს ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. 2011 წლის მონაცემებით რაიონის მოსახლეობა 9700 ადამიანს შეადგენს. ამით ის ბოლო ადგილზეა ქალაქში. ჩრდილოეთიდან რაიონს შენგავითისა და ერებუნის რაიონი, აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან და დასავლეთიდან კი არარატის პროვინცია ესაზღვრება.[1] ნუბერაშენი ადრე ცნობილი იყო სევატაშენის სახელით.