ნოდარ ჯორჯიკია
ნოდარ კონსტანტინეს ძე ჯორჯიკია (დ. 15 ნოემბერი, 1921, ქუთაისი, საქართველოს სსრ — გ. 1 ივნისი, 2008) — ქართველი და საბჭოთა კალათბურთელი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1952). ღირსების ორდენის კავალერი.[1][2]
ბიოგრაფია
თამაშობდა თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდში (1944–1949) და თბილისის „დინამოში“ (1950–1955), იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი (1947-1952). 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიადის[3] მეორე პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი (1947), მსოფლიოს სტუდენტურ თამაშებში გამარჯვებული (1949), საბჭოთა კავშირის ხუთგზის ჩემპიონი (1944, 1946, 1950, 1953, 1954), მეორე (1945) და მესამე (1952) პრიზიორი. საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი (1950, 1951) და ფინალისტი (1953), 1954 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე.[4]
მიღწევები
- ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი
- 02 1952 (ჰელსინკი)
- ევროპის ჩემპიონი
- 01 1947 (ჩეხოსლოვაკია)
- მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი
- 01 1949
- საბჭოთა კავშირის ჩემპიონი
- 01 1944, 1946, 1950, 1953, 1954
- საბჭოთა კავშირის ვიცე-ჩემპიონი
- 02 1945
- საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი
- 03 1952
- საბჭოთა კავშირის თასი
- 01 1950, 1951
ძირითადი შედეგები
სახეობა
|
ადგილმდებარეობა
|
ტურნირი
|
ადგილი
|
კალათბურთი
|
ჩეხოსლოვაკია, პრაღა
|
ევროპის ჩემპიონატი 1947
|
01
|
კალათბურთი
|
ფინეთი, ჰელსინკი
|
ზაფხულის XV ოლიმპიური თამაშები 1952
|
02
|
- ნოდარ ჯორჯიკიას შედეგები 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიადაზე
- I ეტაპი, B ჯგუფი (25.07): ბულგარეთი 74:46 (7 ქულა)
- I ეტაპი, B ჯგუფი (27.07): მექსიკა 71:62 (3 ქულა)
- II ეტაპი, A ჯგუფი (28.07): აშშ 58:86 (3 ქულა)
- II ეტაპი, A ჯგუფი (29.07): ბრაზილია 54:49 (10 ქულა)
- II ეტაპი, A ჯგუფი (30.07): ჩილე 78:60 (1 ქულა)
- ½-ფინალი (31.07): ურუგვაი 61:57 (4 ქულა)
- ფინალი (02.08): აშშ 25:36 (1 ქულა)
ლიტერატურა
პერიოდიკა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ ნოდარ ჯორჯიკია. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2022
- ↑ დანელია, ვაჟა. (15 ნოემბერი, 2021) თუ ეს ბავშვი დასაჭერია, დაიჭირეთ, თუ არა და... რატომ დაიბარა ლეგენდარული კალათბურთელი ლავრენტი ბერიამ?. lelo.ge. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2022
- ↑ XV ოლიმპიური თამაშები, 1952, 19 ივლისი — 3 აგვისტო. ჰელსინკი, ფინეთი.
- ↑ სიმონიშვილი, ვაჟა. (17 იანვარი, 2019) დაუჯერებელი გმირობის ამბავი: რატომ წამოუდგა ფეხზე ოთარ ქორქიას მთელი ამერიკის ნაკრები?. lelo.ge. ციტირების თარიღი: 24 იანვარი, 2022
|
|