ნინსია-ხუეი ოფიციალურად - ნინსია-ხუეის ავტონომიური რეგიონი (ჩინ.: 宁夏) — ავტონომიური რეგიონი ჩინეთის ჩრდილოეთში. ყოფილი ნინსიას პროვინცია 1954 წელს შეუერთდა განსუს, თუმცა 1958 წელს ისევ გამოეყო და ხუეიების ავტონომიურ რეგიონად ჩამოყალიბდა.
- მოსახლეობა — 6,301,350 (2010).[1]
- ფართობი — 66,000 კვ.კმ.
- ადმინისტრაციული ცენტრი — ინჩუანი.
სქოლიო