|
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნატანები.
|
ნატანები — თემი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, მოიცავს სოფლებს: ზემო ნატანები, ქვემო ნატანები (თემის ცენტრი) და შეკვეთილი. ნატანებში დაიბადა ქართველი საბჭოთა ფილოსოფოსი ილია თავაძე.
ისტორია
დღევანდელი ნატანების ტერიტორია შედიოდა მიქელგაბრიელის სასოფლო საზოგადოებაში. ამ ტერიტორიას ფლობდნენ თავადი ნაკაშიძეები, ასევე აზნაური ქარცივაძეები და წითლიძეები. 1883 წელს თბილისი-ბათუმის რკინიგზის გაყვანის შემდეგ აშენდა რკინიგზის სადგური ნატანები. რკინიგზის სადგურთან მოქმედებდა ხე-ტყის საწყობი და ტელეგრაფი, იყო ეტლითად და დილიჟანსებით მიმოსვლა ოზურგეთიდან სადგურ ნატანებამდე. 1885-1912 წლებში მიქელგაბრიელის საზოგადოებაში (ომფარეთში) იაკობის მთაზე ნავთობის მოპოვებას ცდილობდა ელიზავეტოპოლის გუბერნატორი ალექსანდრე ნაკაშიძე.[1][2]
ნატანები საბჭოთა პერიოდში ოზურგეთის რაიონის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კოლმეურნეობა იყო. 1951 წელს ნატანების სასოფლო საბჭოს ცენტრი მოეწყო ყოფილ სოფელ შავაში. 1953 წელს აშენდა ნატანების კოლმეურნეობის კანტორის შენობა, 50-იანების მეორე ნახევარში კი კულტურის სახლის შენობა. სოფელში მოქმედებდა საავადმყოფო, ციტრუსების შემფუთავი ქარხანა, ჩაის ფაბრიკა, ტუნგის საშრობი ფარდული, დაწყებითი, რვაწლიანი და საშუალო სკოლები, ბიბლიოთეკა. ნატანების ლენინის სახელობის კოლმეურნეობა ფლობდა 382 ჰა ჩაის და 380 ჰა სიმინდის ფართობს, მისი წლიური ფულადი შემოსავალი 1954 წლისთვის 10 მილიონ მანეთზე მეტს შეადგენდა.[3] ნატანები დამეგობრებული იყო უკრაინის სსრ-ს ხერსონის ოლქის გენიჩესკის რაიონის შევჩენკოს კოლმეურნეობასთან და სომხეთის სსრ-ს სოფელ ნალბანდიანთან. 1954 წელს ნატანების მერვე ბრიგადაში ერთ ჰექტარზე გაშენდა „მეგობრობის ბაღი“ და დაიდგა მეგობრობის ობელისკი.[4]1977 წელს ნატანების კოლმეურნეობა ფლობდა 335 ჰა ჩაისა და 115 ჰა ციტრუსის პლანტაციებს. 1980 წელს სოფელში აშენდა გამწმენდი კოლექტორი, რომელიც მახარაძის და ქობულეთის რაიონის დასახლებულ პუნქტებს ემსახურებოდა.
მოსახლეობა
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი |
ქვემო ნატანები |
ზემო ნატანები |
შეკვეთილი
|
1971 |
6193 |
|
|
|
|
|
1977 |
5958 |
|
|
|
|
|
2002 |
5653 |
|
|
3750 |
1837 |
66
|
2014[5] |
4448 |
2177 |
2271 |
3099 |
1174 |
175
|
გალერეა
-
ქვემო ნატანები, ადმინისტრაციული შენობა
-
ზემო ნატანები, მეგობრობის ობელისკი
-
კაპროვანი, აგარაკები
-
დუქნები სადგურ ნატანებში,
ანტონ გოგიაშვილის ნახატი
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო