ნანომეტრი (ნანო... და ...მეტრი; აღნიშვნა: ნმ, nm) — სიგრძის საზომი ერთეული, რომელიც ტოლია მეტრის ერთი მემილიარდედი (10–9) ნაწილისა.
ნანომეტრი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიგრძის ერთეულია ძალიან პატარა მასშტაბებზე. ის 10 ანგსტრემის ტოლია. მაგალითად, ხილული სინათლის ტალღის სიგრძე შეადგენს 380 - 760 ნმ-ს, ხოლო ნახშირბადის ატომებს შორის მანძილი ალმასში 0.15 ნმ-ია. ძველად ნანომეტრის მაგივრად გამოიყენებოდა ერთეული მილიმიკრონი (საერთაშორისო სიმბოლო mµ).