მხიარული რომანი — ლევან ხოტივარის 1972 წლის ქართული მხატვრული კომედიური ჟანრის ფილმი. სცენარი ფილმისთვის დაწერეს ოთარ რაზმაძემ, ანზორ სალუქვაძემ და ლევან ხოტივარმა. ფილმის კომპოზიტორია გიორგი ცაბაძე. მთავარ როლებში მონაწილეობენ: იპოლიტე ხვიჩია, ხათუნა კოტრიკაძე და რამაზ გიორგობიანი. ფილმის პრემიერა საქართველოში გაიმართა 1972 წლის 1 სექტემბერს,[1] ხოლო მოსკოვში 1974 წლის 2 იანვარს.[2]
სიუჟეტი
ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
ფილმის სიუჟეტი შემდეგნაირად ვითარდება. დათოს ინკასატორ იპოლიტეს ქალიშვილი ეკა უყვარს. იპოლიტეს ყველგან თავდამსხმელები ელანდება, გაუგებრობის გამო დათოც ავაზაკი ჰგონია, სადაც დაინახავს, მის შეპყრობას და მილიციისთვის გადაცემას ცდილობს. იპოლიტეს წყალობით უსიამოვნებაში არაერთგზის მოხვედრილი დათო და ეკა იპოლიტეს დაუკითხავად დაქორწინდებიან. დათოს სიძედ ხილვა იპოლიტეს წყობიდან გამოიყვანს, მაგრამ მალე ყველაფერი გაირკვევა და ბედნიერი წყვილი საქორწინო მოგზაურობაში გაემგზავრება.
როლებში
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო