მახიარეთის წმინდა მარიამის ეკლესია

მახიარეთის წმინდა მარიამის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ მახიარეთში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში. სოფლის სასაფლაოზე მდებარე დარბაზული ეკლესიის კედლები შემორჩენილია 2 მეტრის სიმაღლეზე. გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით საკურთხეველში დგას ტრაპეზის ქვა. ნაოთხალი შესასვლელი სამხრეთიდანაა. სამშენებლო ქვა უხეშადაა დამუშავებული.

ლიტერატურა

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 120

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!