მაცი ხვიტია — რეჟისორ გიორგი შენგელაიას 1966 წლის ქართული ფილმი. გადაღებულია ანტონ ფურცელაძის იმავე სახელწოდების რომანის მიხედვით.
სიუჟეტი
სახალხო დღესასწაულზე მაცი ხვიტიას მოხდენილი ჯირითით მოხიბლული დედოფალი გურანდუხტი მას თავის ამალაში სამსახურს შესთავაზებს. მაცი უარს ამბობს და იმავე ღამეს, დედოფლის ბრძანებით თურქეთში გასაყიდად მოტაცებულ გოგონებს, მათ შორის თავის სატრფოს, ეკას ათავისუფლებს. ტყვეებით ვაჭრობის წინააღმდეგ მებრძოლი მაცი გურანდუხტის რისხვას კიდევ არაერთხელ იმსახურებს. იგი თავისი რაზმით თურქეთისკენ მიმავალ ტყვეებით სავსე გემს თავს ესხმის და ტყვეებს ათავისუფლებს, შემდეგ კი ეკასთან ერთად გეზს თავისუფალი სვანეთისკენ აიღებს.
როლებში
რესურსები ინტერნეტში