მარგარიტა 96

„მარგარიტა 96“ — ქართული თანამედროვე მუსიკის ფესტივალი, რომელიც ჩატარდა 1996 წლის ივნისში თბილისში, ვაკის პარკში. ფესტივალში მონაწილეობა ქვეყანაში მოღვაწე თითქმის ყველა მუსიკოსმა მიიღო.

ფესტივალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ქართული როკ-მუსიკის ისტორიაში. ითვლება საქართველოში 1990-იანი წლების პირველი ნახევრის ალტერნატიული მუსიკალური კულტურის ერთგვარ შემაჯამებელ მოვლენად. სცენაზე გამოვიდნენ Outsider, „ვაკის პარკი“, ირაკლი ჩარკვიანი, „33ა“, ზუმბა, Mother on Mondays, „კონტრაბანდა“, „ამორალი“, Afternoon Version, დიმა დადიანის „ოქროს კბილი და ცაცხვი“ და სხვა შემსრულებლები. ჟიურიმ მუსიკათმცოდნე ევგენი მაჭავარიანის თავმჯდომარეობით საუკეთესო ალტერნატიულ ჯგუფად Outsider დაასახელა.[1]

წყაროები

  1. მჭედლიძე, თამაზ. 90–იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკა. „ტაბულა“, 18 აპრილი 2013


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!