მაგნეტიტი (გერმ. Magnetit < ძვ. ბერძნ. μαγνῆτις [magnētis] — „მაგნიტი“) — მაგნიტური რკინაქვა, ჟანგეულების კლასის მინერალი; ქიმიური შედგენილობა . ხშირად ჩანაცვლებულია , , -ით, ხოლო — , , , -ით. კრისტალდება კუბურ სინგონიაში. კრისტალები ოქტაედრული, რომბულ-დოდეკაედრული, კუბური აქვს, აგრეგატები – მარცვლოვანი, დრუზული, რადიალურ-სხივოსნური თირკმლისებრი, ოოლითური, ჭვარტლისებრი. ძლიერ მაგნიტურია. კარგად ატარებს დენს. შავი, ზოგჯერ მოლურჯო ფერისაა. ელვარება ნახევრად ლითონისებრი ან ლითონისებრი აქვს. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 5.5-6; სიმკვრივე 4800-5300 კგ/მ³. მაგნეტიტი წარმოიქმნება მაგმური, პეგმატიტური, სკარნული, ჰიდროთერმული, ეგზოგენური და მეტამორფოგენული პროცესების შედეგად. მაგნეტიტი რკინის ერთ-ერთი ძირითადი მადანია.
ლიტერატურა