ლუქსორი (არაბ. الأقصر) — ქალაქი ზემო (სამხრეთ) ეგვიპტეში. ტაძრების ნანგრევების კომპლექსით კარნაკთან, ლუქსორის ტაძრითა და მონუმენტებით, ასევე ნილოსის დასავლეთ სანაპიროს სამეფო სამარხებით (მეფეთა და დედოფალთა ხეობების ჩათვლით), მას ხშირად მსოფლიოს უდიდეს ღია ცის ქვეშ მუზეუმს უწოდებენ.
ლუქსორი საუკეთესო ბაზაა ზემო ეგვიპტის ტურებისთვის და პოპულარული მისამართია დამსვენებლებისთვის, როგორც თავად ქალაქი, ასევე ნილოსის კრუიზების საწყისი ან საბოლოო წერტილი. ეს არის ასევე ისტორიული ქალაქი თებეს ადგილსამყოფელი. ქალაქის მოსახლეობა ამჟამად დაახ. 200.000-ია.
ოთხი ათასი წლის ქალაქი
იმჟამად ცნობილი, როგორც ვასეტი, ძვ. ეგვიპტელებისთვის ძვ.წ. მე-2, 1-ელ ათასწლეულებში უბრწყინვალესი ქალაქი იყო. მისი მნახველებისთვის ის იმ დროისთვის ცნობილი სამყაროს ცენტრი იყო. სასახლეთა უბანი, დება - სახელი, რომელიც ბერძნებმა თებაი-დ, შემდგომში კი თებედ გადააკეთეს - განუმეორებელი ფუფუნების, იმპერიული ავტორიტეტის, განათლებისა და სიბრძნის, რელიგიისა და პოლიტიკური ძალაუფლების, ხელოვნებისა და გრანდიოზული გეგმების ეპიცენტრი იყო.
თებემ პოლიტიკური ძალაუფლების კულმინაციას ძვ.წ. მე-2 ათასწლეულის შუა საუკუნეებში მიაღწია და მისი ექსტრავაგანტური სიმდიდრე ახალი სამეფოს ფარაონების მიერ იყო მოპოვებული შესაძლოა მათ მიერ განოხორციელებული ექსპედიციების შედეგად სამხრეთის კუშის უკიდეგანო მიწებზე (დღევანდელი ჩრდ. სუდანი) და ჩრდილოეთით ქანაანში, ფინიკიასა და სირიაში. თუტმოს III პირველი ფარაონი იყო, რომელმაც იმ დროს შორეულ ევფრატს მიაღწია მესოპოტამიაში.
იმჟამად მსოფლიოს არც ერთ სხვა ქალაქს არ ძალუძდა შედრებოდა ვასეტს სამხედრო ძლიერებითა და სილამაზით. ძველი ქალაქის სასახლეებისა და საცხოვრებელი უბნების ძირითადი ნაწილის გათხრები ჯერაც არაა სათანადოდ წარმოებული, თუმცა ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ვირწმუნოთ ამ ქალაქის სიმშვენიერეზე დღემდე მოღწეული ძველ ეგვიპტური ნახატებით, რომელიც ნილოსის ამ სამოთხის სახლებს, ბაღებს, მინდვრებს, სასახლეებსა და ნადიმებს ასახავს.
ღირსშესანიშნაობანი
კლიმატი
ჰავის მონაცემები — ლუქსორი
|
თვე
|
იან
|
თებ
|
მარ
|
აპრ
|
მაი
|
ივნ
|
ივლ
|
აგვ
|
სექ
|
ოქტ
|
ნოე
|
დეკ
|
წლიური
|
რეკორდულად მაღალი °C
|
32.9
|
38.5
|
42.2
|
46.2
|
50.0
|
48.5
|
47.8
|
47.0
|
46.0
|
43.0
|
38.2
|
34.8
|
50.0
|
საშუალო მაღალი °C
|
23.0
|
25.4
|
27.4
|
35.0
|
39.2
|
41.4
|
41.1
|
40.4
|
38.8
|
35.3
|
28.9
|
24.4
|
33.4
|
საშუალო დღიური °C
|
13.8
|
15.9
|
20.2
|
25.6
|
29.6
|
32.2
|
32.3
|
31.8
|
29.7
|
25.9
|
20.0
|
15.1
|
24.3
|
საშუალო დაბალი °C
|
5.4
|
7.1
|
10.4
|
16.0
|
20.2
|
22.6
|
23.6
|
23.2
|
21.3
|
17.3
|
11.6
|
7.1
|
15.5
|
რეკორდულად დაბალი °C
|
−0.3
|
−1.0
|
0.0
|
6.5
|
12.5
|
16.0
|
19.2
|
19.2
|
15.8
|
9.8
|
3.7
|
0.7
|
−1.0
|
საშუალო ნალექი (მმ)
|
0
|
0
|
0
|
0
|
0
|
0
|
0
|
0
|
0
|
1
|
0
|
0
|
1
|
ნალექიანი დღეები საშუალოდ
|
0.2
|
0.1
|
0.1
|
0.1
|
0.1
|
0.0
|
0.0
|
0.0
|
0.0
|
0.3
|
0.0
|
1.0
|
1.9
|
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%)
|
55
|
47
|
39
|
31
|
29
|
27
|
30
|
33
|
37
|
43
|
51
|
57
|
39.9
|
საშუალო დღიური მზიანი საათები
|
9
|
10
|
10
|
10
|
11
|
12
|
12
|
12
|
11
|
10
|
10
|
9
|
11
|
წყარო 1: NOAA[1]
|
წყარო 2: Weather2Travel (მზის სინათლისათვის)[2]
|
დაძმობილებული ქალაქები
ფოტო გალერეა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო