ლოკომოტივი
ლოკომოტივის შერკინება აიას წინააღმდეგ 2018 წლის დიდი 10-ის ფინალი |
სრული სახელი |
სარაგბო კლუბი ლოკომოტივი თბილისი |
---|
დაარსდა |
1964 |
---|
მოედანი |
ავჭალა არენა |
---|
ტევადობა |
5000 |
---|
ლიგა |
დიდი 10 |
---|
ოფიციალური საიტი |
---|
[http://www.Rugby.Ge www.Rugby.Ge] |
ლოკომოტივი თბილისი — საქართველოს უმაღლესი ლიგის სარაგბო კლუბი.
კლუბი დაარსდა 1964 წელს თბილისში. 1990 წლიდან, საქართველოს ეროვნული ლიგის ჩამოყალიბების შემდეგ რამდენჯერმე შეიცვალა სახელი და სხვადასხვა დროს ეწოდებოდა ელმავალი, ვესტა, თბილისი, ქორები, ლიგამუსი. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ლოკომოტივი სარეკორდო, ათი ჩემპიონის ტიტულის მფლობელია.
გუნდი საშინაო მატჩებს ატარებს ავჭალა არენაზე, რომელიც 2012 წელს აშენდა და 5000 მაყურებელს იტევს.
ტიტულები
- საქართველოს ჩემპიონატი:
- ჩემპიონი (10): 1992, 1994, 2000, 2001, 2003, 2005, 2006, 2008, 2010, 2018
- ვიცე-ჩემპიონი (3): 1967, 1990, 1991
- მესამე ადგილი (11): 1968, 1972, 1978, 1981, 1995, 1996, 1999, 2002, 2007, 2009, 2011
დიდი 10-ის მონაწილე გუნდები — 2015/16 წლების სეზონი |
---|
| |
|