კორნოიბურგი (გერმ. Korneuburg) — ქალაქი ავსტრიაში, ქვემო ავსტრიის ფედერალურ მხარეში, კორნოიბურგის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე დუნაის მარცხენა ნაპირზე, ქალაქ კლოსტერნოიბურგის მოპირდაპირედ, ვენიდან 12 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით. 2011 წლის მონაცემებით, მოსახლეობა 12 314 ადამიანს შეადგენს.
კორნოიბურგი თავდაპირველად კლოსტერნოიბურგთან დაკავშირებული სანაპირო დასახლება იყო, ნივენბურგის სახელით. წერილობით წყაროებში პირველად 1136 წელს იხსენიება, 1298 წელს კი ფორმალურად გამოეყო კლოსტერნოიბურგს.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო