კოპაკაბანა (პორტ.Copacabana) — ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროს ერთ-ერთი კვარტალი (Bairro) სამხრეთ ზონაში. ცნობილია თავის 4 კმ სიგრძის პლაჟით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმულია მთელ მსოფლიოში.[1]
ისტორია
რაიონს XVIII საუკუნის შუა ხანებამდე საკოპენაპას (Sacopenapã) ეძახდნენ. სახელი გადაერქვა ბოლივიის მფარველის, კოპაკაბანის ქალწულის კაპელის ასლის აშენების შემდეგ.[2]
მახასიათებლები
კოპაკაბანა პრინცესა იზაბელის გამზირიდან იწყება და პოსტუ-სეისთან მთავრდება. გარდა სახელგანთქმული კოპაკაბანისა, ასევე არსებობს ორი პატარა პლაჟი, რომელთაგან ერთ-ერთის — არპოადორის შემდეგა იპანემის პლაჟი იწყება. 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ოთხი ოლიმპიური ზონიდამ ერთ-ერთი სწორედ აქ განთავსდა.
რიო-დე-ჟანეიროს ტურიზმის სააგენტოს მონაცემებით, კოპაკაბანაში 63 სასტუმრო და 10 ჰოსტელია.[3]
კოპაკაბანის პლაჟი
კოპაკაბანის პლაჟი გადაჭიმულია პოსტუ-დოისიდან პოსტუ-სეისამდე. მის ორივე ბოლოში აღმართულია ისტორიული ციხესიმაგრეები — კოპაკაბანის ციხე, რომელიც 1914 წელს აიგო სამხრეთ ბოლოში და კაშიასის ჰერცოგის ციხე, რომელიც 1779 წელს აიგო ჩრდილოეთით. კურიოზული ფაქტია, მაგრამ არ არსებობს სამაშველო კოშკი.[4]
კოპაკაბანის პლაჟი ყოველი წელს, ახალი წლის საღამოს მილიონობით ადამიანს მასპინძლობს, რა დროსაც გრანდიოზულ ფოიერვერკს უშვებენ. მრავალ წელს კი აქ იმართება ფიფას პლაჟის ფეხბურთის მსოფლიო თასის ოფიციალური მატჩები.