კელასური — მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოხუმის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ბზიფის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2576 მ. აგებულია შუაიურული პორფირიტული წყებებით. აღმოსავლეთი კალთები ფლატოვანია, დანარჩენი — ციცაბო. ახასიათებს სუბალპური და ალპური მცენარეულობა. გამოყენებულია საზაფხულო საძოვრებად.
ლიტერატურა