კაპოშვარი (უნგრ. Kaposvár; გერმ. Ruppertsburg; თურქ. Kapoşvar; სლოვ. Rupertgrad; ხორვატ. Kapošvar; სერბ. Капошвар) — ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ უნგრეთში, ბალატონის ტბის სამხრეთით. იგი სამხრეთ დუნაისგადაღმა მეორე უდიდესი ქალაქია და წარმოადგენს შომოდის მედიეს ადმინისტრაციულ, სამრეწველო, ეკონომიკურ, ტურისტულ და კულტურულ ცენტრს. კაპოშვარში ასევე არის რომანულ-კათოლიკური ეკლესიის ეპარქიის რეზიდენცია.
ქალაქი გაშენებულია დედაქალაქ ბუდაპეშტიდან 186 კილომეტრით სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე კაპოშის ორივე ნაპირზე. ბალატონის ტბიდან დაშორებულია დაახლოებით 50 კმ-ით.
სახელი მომდინარეობს სიტყვებიდან „kapu“ and „vár“, რაც უნგრულად „ჭიშკარსა“ და „ციხეს“ ნიშნავს.
ლეგენდის თანახმად, ქალაქი შვიდ ბორცვზე დაარსდა, რომის მსგავსად. არეალი დასახლებული იყო ჯერ კიდევ ძვ. წ. 5 000 წლისთვის. დაახლოებით ძვ. წ. 400 წლისთვის აქ კელტები დასახლდნენ. ახ. წ. 9-107 წლებში ქალაქი რომის პანონიას მიეკუთვნებოდა. მომდევნო წლებში აქ მრავალი სხვადასხვა ხალხი სახლობდა, ძირითადად გერმანული და ილირიული ტომები. 900 წელს, დამპყრობელ უნგრელებს ამ მიწაზე სლავური და გერმანული სოფლები დახვდათ.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში