კამინა (ფრანგ. Kamina) — ქალაქი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ზემო ლომამის პროვინციაში. 2012 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 156 761 ადამიანს.[1]
გეოგრაფია
ქალაქი კამინა მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1095 მეტრ სიმაღლეზე.[2]
ტრანსპორტი
კამინა არის ქვეყნის მნიშვნელოვანი სარკინიგზო კვანძი. მასზე მოდის სამი სარკინიგზო ხაზი: ჩრდილოოეთით, დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით. ქალაქს ასევე აქვს ორი აეროპორტი: სამხედრო[3] და სამოქალაქო[4].
სამხედრო ბაზა
მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ კამინაში დაარსდა ბელგიის შეიარაღებული ძალების დიდი სამხედრო ბაზა. 1960 წლის ივნისში, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, კონგოს მთავრობამ შეინარჩუნა კონტროლი კამინას სამხედრო ბაზაზე, მაგრამ ამავე წლის ოქტომბერში სამხედრო ბაზა გადაეცა გაეროს.[5][6] ბაზა არასდროს ყოფილა თვითაღიარებული სახელმწიფოს კატანგას კონტროლის ქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ ოკუპირებული იყო მეზობელი ქალაქი კამინავილი.
1964 წლის დასაწყისში, გაერომ კამინის ბაზა გადასცა კონგოს შეიარაღებულ ძალებს.
სქოლიო
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ქალაქები |
---|
| |
|