კადიმია

კადიმიას მეჩეთი

კადიმია ან ალ-კაზიმია (არაბ. الكاظمية; არაბ. الكاظمين ალ-კაზიმიან) — დასახლებული პუნქტი ერაყში, რომელიც დღე დღეისობით მოქცეულია ბაღდადის ჩრთილოეთ გარეუბანში. კადიმია მდებარეობს ქალაქის ცენტრიდან ხუთ კილომეტრში. ის წარმოადგენს ბაღდადის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულს.

კადიმია შიიტებისთვის მიიჩნევა წმინდა ქალაქად. მისი სახელი ითარგმნება როგორც ორი კაზიმი ან ორნი რომლებმაც დაითმინეს რისხვა. სახელი ეწოდება ორი შიიტი იმამის პატივსაცემად რომლებიც იქ არიან დასაფლავებული: მუსა ალ-კაზიმი და მისი შვილიშვილი და შემცვლელი მუჰამად ალ-ჯავადი. თავიდან მათ საფლავებზე აშენდა სალოცავი, ხოლო მოგვიანებით კადიმიას მეჩეთი. კადიმიას ტერიტორიაზე თასვდაპირველად იყო კურაიშების სასაფლაო.

რესურსები ინტერნეტში

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!