კაგოსიმა არის კაგოსიმის პრეფექტურის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. სხვა, მსხვილ ქალაქებს შორისაა: კირიშიმა, კანოია და საცუმასენდაი . [2] კაგოსიმას პრეფექტურა მდებარეობს კიუსიუს ყველაზე სამხრეთ ნაწილში და მოიცავს რიუკუს კუნძულების საცუნანის ჯგუფს. კაგოშიმას პრეფექტურის მთავარი ტერიტორია ვრცელდება არიაკის ზღვიდან წყნარი ოკეანეის სანაპიროზე მდებარე შიბუშის ყურემდე. ის მოიცავს კაგოსიმას ყურის მიერ შექმნილ ორ ნახევარკუნძულსაც.
ისტორია
კაგოსიმის პრეფექტურა მოიცავს უძველესი იაპონური პროვინციების ოსუმისა და საცუმას, ასევე რიუკიუს კუნძულების ჩრდილოეთ ნაწილს (საცუნანი). [3] ამ რეგიონმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მეიძის რესტავრაციაში, ხოლო ქალაქი კაგოსიმა მნიშვნელოვანი საზღვაო ბაზა იყო იაპონიისთვის მე -20 საუკუნის ომების დროს. ის ასევე წარმოადგენდა ადმირალის ტიგო ჰეიჰაჩიროს სამშობლოს.
დემოგრაფია
კაგოსიმის პრეფექტურის ორი მთავარი ეთნიკური ჯგუფია იაპონელები და რიუკიანები (ამამის კუნძულები).
გეოგრაფია
კაგოსიმას პრეფექტურა მდებარეობს კიუსიუს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, საცუმას ნახევარკუნძულზე და ისუმის ნახევარკუნძულზე . ამ პრეფექტურაში ასევე შედის კუნძულების ჯაჭვი, რომლებიც გადაჭიმულია კიუსიუს სამხრეთ-დასავლეთით რამდენიმე ასეული კილომეტრის მანძილზე. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფია ამამის კუნძულები. მის დასავლეთით მდებარეობს აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა, სამხრეთით ოკინავას პრეფექტურა, ჩრდილოეთით კუმამოტოს პრეფექტურა და აღმოსავლეთით მიაძაკის პრეფექტურა. პრეფექტურის სანაპირო ზოლი 2 632 კილომეტრია (28 კუნძულის სანაპირო ზოლის ჩათვლით) პრეფექტურის ორი ნახევარკუნძულით, საცუმასა და ოსუმით შექმნილია კაგოშიმას ყურე. მდებარეობის გამო პრეფექტურას ,,იაპონიის კარიბჭედ" მოიხსენიებენ. მთლიანად კიუსიუს რეგიონის მოსახლეობა დაახლოებით 13 მილიონია, საიდანაც 2 მილიონზე ნაკლები კაგოსიმის პრეფექტურაში ცხოვრობს.
პრეფექტურაში მდებარეობს აქტიური და პასიური ვულკანების ჯაჭვი. ეს ვულკანები ქალაქ კაგოსიმის მიმდებარედ მდებარეობს და ვულკანის გააქტიურების პერიოდში მოსახლეობა ფერფლისგან თავდასაცავად ქოლგებით გადაადგილდება. საკურაჯიმა იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. ძირითადი ამოფრქვევები მოხდა 1914 წელს, როდესაც მთა ჩამოიშალა და მთავარ მიწას შეუერთდა. ნიადაგში ვულკანური ელემენტების არსებობის გამო, პრეფექტურაში რეკორდული ზომის დაიკონი იზრდება (დაახლოებით კალათბურთის ბურთის ზომის). პრეფექტურის სანაპირო ნაწილი სავსეა გამოფიტული ქვებით.პრეფექტურის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, საკურორტო ქალაქ იბუსუკის მახლობლად, იშვიათი ჯიშის გველთევზას ბინადრობს.
2019 წლის 31 მარტისთვის პრეფექტურის მთლიანი მიწის ფართობის 13% ბუნებრივ პარკებად იყო გამოცხადებული, რომლეთა შორისაა: ამამი გუნტუ, კირიშიმა- კინკოვანი, უნზენ-ამაკუსა და იაკუშიმას ეროვნული პარკები. კოშიკიშიმასა და ნიჩიან კაიგანის კვაზი-ეროვნული პარკები; ასევე აკუნეს, ბონომას, ფუკიაგეჰამას, იმუტაიკეს, ოსუმი ნაიბუს, სენდაიგავა რიუიკის, ტაკაკუმაიამას და ტოკარა რეტტოს პრეფექტურული ბუნებრივი პარკები. [4][5]
ჯიმონ სუგი იაკუს კუნძულზე
მანგროვის მშობლიური ტყე ამამის კუნძულზე
წეროს სადამკვირვებლო ცენტრი
ნოემბრის ოჰარას სტილის ხალხური ცეკვა კაგოშიმას ოჰარის ფესტივალზე
ქვიშის აბაზანა იბუსუკი სპა-ში
მუნიციპალიტეტები
ქალაქები
კაგოშიმას პრეფექტურაში მდებარეობს ცხრამეტი ქალაქი:
კაგოშიმა (პრეფექტურის დედაქალაქი)
აირა
აკუნე
ამამი
ჰიოკი
იბუსუკი
იჩიკიკიკიკინო
ისა
იზუმი
კანოია
კირიშიმა
მაკურაზაკი
მინამიკიუშუ
მინამისცუმას
ნიშნიომოტე
საცუმასენდაი
შიბუში
სოო
ტარუმიზუ
მცირე ქალაქები და სოფლები
პრეფექტურის სოფლები და მცირე ქალაქები რეგიონების მიხედვით:
აირას რაიონი
იუსუი
იზუმის რაიონი
ნაგაშიმა
კაგოშიმას რაიონი
მიშიმა
ტოშიმა
კიმოცუკის რაიონი
ჰიგაშიკუშირა
კიმოცუკი
კინკო
მინამიშუმი
კუმაჯის რაიონი
მინამიტანი
ნაკატანე
იაკუშიმა
ეშიმას რაიონი
ამაგი
ჩინა
ისენი
კიკაი
სეტუჩი
ტაცუგო
ტოკუნოშიმა
უკენი
ვადომარი
იამატო
იორონი
საცუმას რაიონი
საცუმა
სუის რაიონი
ისაკი
კოლეჯები და უნივერსიტეტები
კაგოშიმას უნივერსიტეტი
ფიტნესისა და სპორტის ეროვნული ინსტიტუტი კანოიაში
კაგოშიმას საერთაშორისო უნივერსიტეტი
კაგოშიმას გულის უმანკო უნივერსიტეტი
დაიიჩის ტექნოლოგიური ინსტიტუტი
შიგუკუკანის უნივერსიტეტი
კაგოშიმას პრეფექტურული კოლეჯი
კაგოშიმას გულის უმანკო კოლეჯი
კაგოშიმას ახალგაზრდა ქალთა კოლეჯი
დაიიჩის ბავშვთა განათლების უმცროსი კოლეჯი
მუზეუმები
ბანსეი ტოკკოს მშვიდობის მუზეუმი
ჩირანის მშვიდობის მუზეუმი კამიკაძე მფრინავებისთვის
მეიძის რესტავრაციის მუზეუმი
რეიმეიკანი, ისტორიული მასალის კაგოშიმას პრეფექტურული ცენტრი
↑自然公園都道府県別面積総括 [General overview of area figures for Natural Parks by prefecture] (PDF) (in Japanese). Ministry of the Environment. Retrieved 12 August 2019.
↑自然公園 [Natural Parks] (in Japanese). Kagoshima Prefecture. Retrieved 12 August 2019.