ტილი დაიბადა ესპანეთის ნიდერლანდებში 1559 წელს, წარმოშობით წარჩინებული გვარიდან იყო, რომელიც ბრიუსელის მახლობლად ცხოვრობდა. აღიზარდა იეზუიტების სკოლაში, რომელმაც მას რელიგიური ფანატიზმი შთააგონა. თავისი სამხედრო კარიერა ტილიმ დაიწყო 15 წლის ასაკში ესპანეთის არმიაში, პარმის ჰერცოგის, ალესანდრო ფარნეზის ხელმძღვანელობის ქვეშ, აჯანყებული ნიდერლანდელების წინააღმდეგ ომში. რიგითი ჯარისკაცის როლში გამოიჩინა დიდი სიმამაცე, არაჩვეულებრივი ღვთისმოსავობა და ერთგულება.