დუანინი განათლებით ფარმაცევტია.[1] პრეზიდენტ აჰმედ აბდალა სამბის მმართველობის პერიოდში (2006–2011) ეკავა ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. 2008 წლის 26-31 მარტს იყო კუნძულ ნძუანი (ანჟუანი) დროებითი პრეზიდენტი, მას შემდეგ რაც აფრიკის კავშირის ძალებმა დაამხეს კუნძულის სეპარატისტი პრეზიდენტი მოჰამედ ბაქარი[2].