თბილისის წმინდა პეტრესა და პავლეს ლუთერანული ეკლესია, „კირხე“ (გერმ.Lutherische Kirche Sankt Peter und Paul) — წმინდა პეტრე და პავლეს სახელზე აშენებული გერმანელთალუთერანული ეკლესია იყო, რომელიც გერმანელებმა ააშენეს და საზეიმოდ აკურთხეს 1897 წლის 18 მაისს. ეკლესია ნეოგოთიკურ სტილში იყო აშენებული. 1947 წელს კომუნისტურმა მთავრობამ ეს ძეგლი დაანგრია.
ისტორია
ეკლესია ააგეს XIX საუკუნის 20-იან წლებში. გერმანელთა ლუთერანულ ეკლესიაზე მოგვითხრობს 1837 წელს თბილისში ჩამოსული ინგლისელი მოგზაური რიჩარდ უილბრაჰმი
„...მსურდა წირვას დავსწრებოდი მტკვრის გაღმა მხარეს მდებარე ახალ თბილისის გერმანელთა კოლონიის ეკლესიაში ...მდინარიდან რამდენიმე მილით დაშორებული სოფლის ბოლოს . უხეში კონსტრუქციის პატარა ეკლესიაში წირვა უკვე დაწყებულიიყო. პასტორი უბრალო, მაგრამ განათლებული კაცი, ნათლად და ენერგიულად კითხულობდა საღვთო წერილს. განსაკუთრებით მასიამოვნა სინღერამ,თავისი მარტივი ჰარმონიით...“
აღნიშნული ეკლესია თბილისის XIX საუკუნის გეგმაზე სხვადასხვანაირად არის დატანილი. ძველი ეკლესიის, რის შესახებაც ისტორიკოსი მოსე ჯანაშვილი ასე წერს
„გერმანელთ ტფილისში აქვთერთი მშვენიერი ეკლესია მიხეილის ქუჩაზე აკურთხეს 1897 წელს.“
მ.ჯანაშვილის მიერ მოხსენებულმა გერმანელთა ეკლესიამ იარსება XX საუკუნის 40-იან წლებამდე. მეორე მსოფლიო ომის დროს ეკლესია გამოყენებული იყო თბილისის მოსახლეობისაგან ჩამორთმეული რადიო მიმღების საწყობად. ეკლესია დაანგრიეს 1946-1947 წლებში, მარჯანიშვილის მოედნის რეკონსტრუქციის დროს. კირხეს გამო ქუჩას ეწოდა კირიჩნაია, ხოლო ეკლესიის მიმდენარე ტერიტორიას კი კირკის უბანი.