ზურაბ პატარაძე დაიბადა 1973 წლის 12 თებერვალს, ბათუმში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკომინისტის კვალიფიკაციით. სწავლობდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით, მუშაობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და სისხლის სამართლის სამძებრო სამსახურში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრში, ამავე სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის სავიზო პოლიტიკისა და სავიზო ურთიერთობის სამმართველოში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში საერთო საკონსულო საკითხების სამმართველოს მეორე მდივნად, შემდეგ კი - ამავე დეპარტამენტის საკონსულო ურთიერთობების სამმართველოს მეორე მდივნად.